16 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობასა და ეროვნულ–საზოგადოებრივ ორგანიზაცია ,,ცოტნე დადიანის დარბაზს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორმა, ქალბატონმა თეონა ხუფენიამ გახსნა და მემორანდუმის  მნიშვნელობაზე ისაუბრა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს ახალგაზრდების მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასევე სტუდენტური თვითმმართველობა და ცოტნე დადიანის დარბაზი გეგმავს სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებების ჩატარებას.