2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ზუგდიდის ბაზაზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა 644 აპლიკანტი, რომელთა შერჩევა მოიცავდა ორ ეტაპს - ტესტირებასა და მოტივაციურ გასაუბრებას. 2022 წლის 6, 7 და 8 სექტემბრის ტესტირებების შემდეგ 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტების მოტივაციური გასაუბრება 15-მდე დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. შეფასების კომისიები დაკომპლექტებულია პროგრამის ხელმღვანელების, დარგის სპეციალისტების, პროფესიული განათლების მასწავლებელბისა და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებისაგან. 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვისთვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აცხადებს მიღებას როგორც მოდულურ და დუალურ ასევე ინტეგრირებულ პროგრამებზე, რაც საბაზო განათლების მქონე პირებს საშუალებას აძლევს, პროფესიულ განათლებასთან ერთად მიიღონ სრული ზოგადი განათლებაც. კერძოდ, აღნიშნული პროგრამების დასრულების შედეგად გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული პროფესიული დიპლომი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სტუდენტებს უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს. აპლიკანტთა რეიტინგული ქულები დაიდება 20 სექტემბრის შემდეგ, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ადმინისტრაციას. 

        306731822_621536239685481_7644295087178671542_n.jpg  305269075_1760087837667672_6202970565534683403_n.jpg

        306727708_454489159955528_2553580341892929717_n.jpg  306226298_410797334522271_4836626502003921086_n (1).jpg