6 მარტს  შოთა მესხიას  ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „ცოტნე დადიანის დარბაზისა“ და სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა.  შეხვედრას ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სკოლების თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. პირველი  სამიტი გაცნობითი ხასიათის ატარებდა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი თავი წარადგინეს, ერთობლივი მუშაობის სურვილი გამოთქვეს და  მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც დაგეგმეს.