შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს ინიციატივით შეხვედრა გაიმართა. ლექცია ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორმა, ზაზა გაბისონიამ წაიკითხა.საუბრის თემას წარმოადგენდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორია, ნატოს ტრანსფორმაციის პროცესი და ახალი გამოწვევები. ლექციის შემდეგ კი შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტთა კითხვებს ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელოს ბიუროს მთავარმა სპეციალისტმა შოთა შანავამ უპასუხა. მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება.