სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ბიოლოგოიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანასთან თანამშრომლობით, აცხადებს პროფესიული გადამზადების კურსს - თხილის გასხვლა-ფორმირებაში“. კურსის ამოცანაა, გადაამზადოს სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე მეცნიერული მიდგომების საფუძველზე შეძლებენ საველე პირობებში, თხილის ჯიშის, ნაკვეთისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით შეარჩიონ გასხვლა-ფორმირებას ოპტიმალური მეთოდი და მოახდინონ გასხვლა-ფორმირება.კურსი განკუთვნილია ფერმერების, პროფესიონალი მსხვლელებისა და სხვა დაინტერსებულ პირთათვის; შემდგომში დასაქმების პერსპექტივით, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

ასაკი - 18-50 წელი;

სამუშაო გამოცდილება - სასურველია პრაქტიკული გამოცდილება სოფლის მეურნეობაში, სასურველია თხილის წარმოებაში;უნარები - პასუხისმგებლობა, დაკვირვებულობა, დეტალებისათვის ყურადღების მიქცევის უნარი, შრომისუნარიანობა;მონაწილის ჯანმრთელობა უნდა იძლეოდეს ფიზიკურ სამუშაოს შესრულების საშუალებას.

კურსს გაუძღვება აგრონომი ლაშა ციგრიაშვილი

კურსი ჩატარდება 2023 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში, ზუგდიდში, შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები გაიმართება სხვადასხვა ფერმერულ მეურნეობებში. კურსის ხანგრძლივობაა 13 სამუშაო დღე (1,5 თვის განმავლობაში, თითო სალექციო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი). კურსის მონაწილეების შერჩევა მოხდება განაცხადების გადარჩევის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით გასაუბრების დანიშვნა.

მონაწილეების მსურველებმა 2023 წლის 8 იანვრამდე უნდა გამოგზავნონ ინტერესის გამოხატვის წერილი და სასურველია ასევე CV მისამართებზე: greeningproject@elkana.org.ge

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: 591 90 22 55 - იასონ შეროზია

                                                                                                  597 08 63 53 - ირაკლი ტაბაღუა