,,პრაქტიკული ბუღალტერიის“ პროფესიული მომზადების პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისათვის, რომლებიც სულ მცირე ფლობენ სრულ ზოგად განათლებას და აქვთ სურვილი შეისწავლონ ბუღალტერია პრაქტიკაში გამოსაყენებლად. პროგრამა ინოვაციურია თავისი შინაარსით, რადგან მასში დარგობრივ კომპონენტთან ერთად ინტეგრირებულია კომპონენტი „რბილი უნარების განვითარება დასაქმებისთვის’’,  რომელიც ეფუძნება  ორგანიზაციის Action Against Hunger მიერ შემუშავებულ “Shuttle” მეთოდოლოგიას (ესპანეთი) სოციალურ ინკლუზიასა და დასაქმებაში ხელშეწყობის საჭიროების მქონე პირების მხარდასაჭერად.  მეთოდოლოგიის ერთ-ერთ მიმართულებაა პროგრამა „Schools for Employment“(სკოლები დასაქმებისთვის), რომელიც ემსახურება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების/მსმენელების პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებას სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ძირითადი (ტექნიკური) უნარების შეძენის პარალელურად. აღნიშნული პროგრამის ამოცანაა გაზარდოს მონაწილეების დასაქმების/თვითდასაქმების შანსები მათში უკვე არსებული პოტენციალის/ რესურსის განვითარების გზით.

     აღნიშნული კომპონენტის ჩაშენებით წარმოდგენილი პროფესიული მომზადების პროგრამა უნიკალურია და ქვეყანაში ანალოგი არ აქვს.

     აპლიკანტები პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ   გასაუბრების შედეგების საფუძველზე.

პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.

,,პრაქტიკული ბუღალტერიის“ პროფესიული მომზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება  19.12.2022 და დასრულდება 15.01.2023 წ.

სასწავლო პროცესი განხორცილედება 30.01.2023-27.05.2023 ვადაში, კვირეული 16 საათიანი დატვირთვით, მისამართზე:  ზუგდიდი, ჯანაშიას N1

   დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე „პრაქტიკული ბუღალტერია“   რეგისტრაცია შეუძლიათ ვებგვერდზე  www.vet.emis.ge.

► ვებგვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ აპლიკანტმა უნდა მონიშნოს „მომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოს „პროგრამების“ ფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს - „პრაქტიკული ბუღალტერია“ პროგრამის სახელწოდება სახელწოდება.

► ვებგვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

     დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირადი შეტყობინებაში ან დარეკეთ ნომერზე: 557 44 09 22 .

     პროფესიული მომზადების პროგრამა „პრაქტიკული ბუღალტერია“ ხორციელდება მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (AAH) მიერ პროექტის ,,მოწყვლადი დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)’’ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით (MOH).