17 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებთან. მათ სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნეს საქრთველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ახალი პროგრამა „პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგების“ შესახებ, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მასშტაბით ოც ქალაქში 20 000 ადამიანს ჩაუტარდება უფასო ტრენინგები. პროგრამის მონაწილეები ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ–ჩვევებსა და პროფესიულ ორიენტაციაში გადამზადდებიან.