22 მაისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი სისხლის სამართლის საქმეზე „სახელმწიფო დავითის წინააღმდეგ“, რომელშიც მონაწილებდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები. პროცესის ჩატარებამ დაადასტურა, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი ამ ამოცანას.

პროცესი ჩატარდა სასწავლო კურსით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, რომელიც მორგებულია საქართველოს სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის მოთხოვნებთან.