2012 წლის 28 მაისს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა .

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეობის უფლება საუკეთესო ნაშრომების ავტორებმა მოიპოვეს. კონფერენციაზე წარდგენილ იქნა ბიზნესის, ფარმაციის, ჰუმანიტარული და სამართლის მიმართულების აქტუალური თემები.

კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტი დაჯილდოვდა დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.კონფერენციის ბოლოს დასახელდა 13 პრეზიდენტის სტიპენდიანტი, 3 შოთა მესხიას სახელობისა და 15 საუნივერსიტეტო – საფაკულტეტო სტიპენდიანტი. ასევე სოციალური დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ აქტიურ, კადემიურად წარმატებულ სტუდენტებს.

განსაკუთრებული მადლობა გამოეცხადა 14 სტუდენტს, რომლებმაც სასამართლო დარბაზში გამართეს იმიტირებული სასამართლო პროცესი და დაიმსახურეს პროფესიონალთა მაღალი შეფასება.