შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 28 მაისს დაიწყო თხილის ტრენინგის პროგრამა, რომელიც  შემუშავებულ  იქნა  აშშ საერთაშორისო  განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიერ.  ეს ტრენინგები  2012 წლის იანვარში დაიწყო და ყველა სესიაზე  ჩართული იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 სტუდენტები:  ირაკლი აფხაზავა, ბაია ემხვარი, ლერი შაკაია, თამარ ჩიქოვანი, კოკა მებონია, ნიკა ჭურღულია, ლანა ჯიქია, თამთა ჭითანავა სტაჟირებას გადიოდნენ და ასისტენტირებას უწევდნენ „აგრიჯორჯიას“ ტრენერებსა და EPI- ის წარმომადგენლებს.  

ტრენინგის პროგრამა წარმოადგენს EPI- ისა და „ფერეროს“ – საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში უმსხვილესი ინვესტორის – ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს სასოფლო–სამეურნეო სექტორის განვითარების ხელშეწყობა. პროექტი თხილის სექტორს განიხილავს სასოფლო–სამეურნეო დარგში წარმადობის, ექსპორტის, დამატებითი სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების ზრდის მნიშვნელოვან წყაროდ.