29 მაისს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე სამღვდელოებასთან ერთად  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა. მეუფე გერასიმეს  შოთა მესხიას ზუგდიდის სახემწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ქალბატონმა თეონა ხუფენიამ სწავლების პროცესები გააცნო და მომავალ  გეგმებზე ესაუბრა.  სამღვდელოებამ დაათვალიერა უნივერსიტეტის ბაზა. მოგვიანებით კი მეუფე  გერასიმე უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებსა და პროფესორ- მასწავლებლებს შეხვდა და სიტყვით მიმართა. შეხვედრის დასასრულს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ უნივერსიტეტი აკურთხა და პროფესორებს სამახსოვროდ ხატები და სანთლები გადასცა.