სტუდენტთა რიგით XIV სამეცნიერო კონფერენცია

მიმდინარეობს საიტის განახლება

2023 წლის 8 აპრილს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  სტუდენტთა რიგით XIV სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა   სამეცნიერო სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ხათუნა გოგიამ.  მისი თქმით, უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სწავლისა და კვლევის ინტეგრაციისათვის და სტუდენტების კვლევითი პოტენციალის წარმოჩენისათვის.  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ ისტორიის, ქართული ფილოლოგიის, ფარმაციის, საჯარო მმართველობის, მცირე ბიზნესის მართვის საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები. კონფერენციაზე ფუნქციონირებდა   ორი სექცია.  კონფერენცია ჩატარდა დამსწრე საზოგადოების -  პროფესორ-მასწავლებელთა და  სტუდენტთა მხრიდან აქტიური დისკუსიის, კამათისა და აზრთა ურთიერთგაზიარების რეჟიმში. კონფერენციის მუშაობა პროფესორ-მასწავლებელთა მიერ დადებითად შეფასდა.

         346017066_106689032426039_2204817761488568042_n.jpg 346099965_182422194745620_2554049433791281105_n.jpg

         344596657_944604123517756_8567397093206685078_n.jpg 345887013_616467747055840_6196463883934333800_n.jpg

         342891478_1707075586406576_6680645673224487871_n.jpg 344435640_1628484781003967_2802835604034325776_n_0.jpg