2023 წლის 5 მაისს შედგა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, ბატონი ლევან ძნელაძე. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ,,სამართლის’’, ,,საჯარო მმართველობის’’ და ,,ბიზნესის ადმინისტრირების’’ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები.

აღნიშნული სამსახური სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გაიარონ როგორც ანაზღაურებადი, ასევე არაანაზღაურებდი სტაჟირება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცემათ რეალური შანსი შემდგომში დასაქმდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე.

შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, როგორც ზოგადად აღნიშნული უწყების მუშაობასთან დაკავშირებით, ისე სტაჟირების საკითხებზე.

          346886929_272074015239122_3237256260448050271_n.jpg 347002269_937561370629127_2887225617125151117_n.jpg

          347108349_902683937485661_7350163534314051273_n.jpg 347080372_6137297203021101_1089135473757582731_n.jpg