19 მაისს / 14:00 "საზოგადოების კვლევის ცენტრი" და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ სტატიათა კრებულის, "რატომ ევროპა -როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში", პრეზენტაციას.
კრებულში შესულია გია ჟორჟოლიანის, ბაქარ ბერეკაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და თორნიკე ჩივაძის სტატიები. პუბლიკაცია გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.
პრეზენტაციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: ევროპული განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება - ორი მიზნის ურთიერთმიმართება. ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სოციოეკონომიკური განვითარების გზა - წინააღმდეგობები და კონსენსუსი. ჩვენში იგნორირებული ფუძემდებლური ევროპული პრინციპები - სახელწმიფოს როლი ეკონომიკურ განვითარებაში და კეთილდღეობის საყოველთაო ინსტიტუტები.
აუდიტორია 307
დასწრება თავისუფალია