19 მაისს შედგა სტატიათა კრებულის პრეზენტაცია, "რატომ ევროპა - როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპის ქვეყნებში?". კრებულში შესულია გია ჟორჟოლიანის, ბაქარ ბერეკაშვილის, ალექსანდრე ცაგარელის და თორნიკე ჩივაძის სტატიები. პუბლიკაცია გამოიცა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე განიხილეს სხვადასხვა საკითხი: ევროპული განვითარება და ევროკავშირში გაწევრიანება - ორი მიზნის ურთიერთმიმართება. ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და სოციოეკონომიკური განვითარების გზა - წინააღმდეგობები და კონსენსუსი. ჩვენში იგნორირებული ფუძემდებლური ევროპული პრინციპები - სახელწმიფოს როლი ეკონომიკურ განვითარებაში და კეთილდღეობის საყოველთაო ინსტიტუტები.