შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოქმედი Erasmus+ (CBHE) ინსტიტუციური განვითარების პროექტის E-PSY “ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში” ფარგლებში, Psychological Counselling Centers For Students E-PSY ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეული აღინიშნება. 2023 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის თემაა ფსიქიკურად ჯანმრთელი თემები( Mentally Healthy Communities).

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ერთ-ერთი აქტივობა ზუგდიდის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა. ზუგდიდის პირველი სკოლა.

ფსიქოლოგმა ნინო ჯანაშიამ გასვლითი ლექცია ჩაატარა მენტალური ჯანმრთელობის თემაზე და განხილულ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობა. მოსწავლეებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის.

თვალი ადევნეთ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა აქტივობებს და ჩაინიშნეთ თარიღები:

25 მაისი  - ანა მიქიაშვილის საჯარო ლექცია “ბალანსის მოდელი პოზიტიურ ფსიქოთერაპიაში და მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში”

29 მაისი - ლინდა ჯიქიას ნახატების გამოფენა და სალონური საუბრები თემაზე „ როგორ განვავითაროთ შემოქმედებითი აზროვნება“

           349176845_6505534986143723_7623273566041953483_n.jpg  349025004_225883906857461_3257253401284129727_n_0.jpg

           347247741_813447980201890_5241733912632776859_n.jpg  347250128_555851646485180_151035232438221709_n.jpg