5 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია . პარლამენტის თავმჯდომარემ უნივერსიტეტის სტუდენტებს  არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და უახლოეს ხუთ წელიწადში განსახორციელებელი პროექტები გააცნო; ისაუბრა იმ ახალგაზრდული პროგრამების შესახებ, რომელიც ქვეყანაში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. ეს ეხება სტუდენტური ბარათების შემოღებას, სტუდენტურ დაზღვევას და საზაფხულო დასაქმების პროგრამას.   დავით ბაქრაძემ სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.

 უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ თავის სიტყვაში  სტუმრებს უნივერსიტეტის ისტორია, განხორციელებული პროექტები და სასწავლო პროგრამები გააცნო. დასასრულს სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს თანადგომისა და სტუმრობისათვის.

დავით ბაქრაძის სტუდენტებთან შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე  ფრიდონ თოდუა, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული გურამ მისაბიშვილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე ქობალია და   პარლამენტარი ლაშა დამენია ესწრებოდნენ.