ErasmusPlus MOBILE22 პროექტის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიპოვა პორტუგალიის, პორტოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციული მობილობა.

მობილობა შედგა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში. მონაწილეები გაეცნენ პორტოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, კერძოდ კი ერასმუს+ პროექტების მიმართულებით შემუშავებულ სამომავლო გეგმებს. ასევე, გაზიარებულ იქნა მონაწილე ქვეყნების უნივერსიტეტების მიერ დანერგილი პრაქტიკები.

საერთაშორისო კვირეულის თემატიკა შეეხებოდა საერთაშორისო თანამშრომლობას, ახალი Erasmus+ პროექტის წინადადების შემუშავებას. ასევე საკითხებს: Erasmus+ და მდგრადობა; გენდერული მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა; ციფრული კავშირის შექმნა; UP თანასწორობა - გენდერული თანასწორობის გეგმები, როგორც ჩართვის მამოძრავებელი ძალა; ინტერკულტურული ინტელექტი და სისწრაფე გაცვლითი სტუდენტებისთვის;