შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერითა და ისტორიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელობით ხორციელდება პროექტი ,,ეთნოგრაფიული კვლევები - გადავარჩინოთ ჩვენი მემკვიდრეობა", რომელიც მიზნად ისახავს მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლთა დაფიქსირება-გადარჩენას სამეგრელოს ცალკეულ რეგიონებში, სტუდენტებისთვის შემეცნებით სემინარებსა და კონფერენციების ჩატარებას გამოვლენილი მასალების საფუძველზე,მოპოვებული მასალებით საინფორმაციო ბანკის შექმნა და პერსპექტივაში გაციფრულებასა და სტუდენტ - ახალგაზრდებში ინტერესის გაზრდას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს ხელმძღვანელობას უწევს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი - ნესტან კვარაცხელია. პირველმა დღემ ნაყოფიერად ჩაიარა, მათ გამოკითხეს უხუცესები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარში და მიიღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სტუდენტების მხრიდან დიდია ინტერესი და შედეგიც, შესაბამისად, საინტერესო იქნება.
პროექტი ხორციელდება სტუდენტებში სამეცნიერო კვლევების დანერგვის ფარგლებში.