შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების პირველი კურსდამთავრებულების გაცილების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა ესწრებოდნენ.

მერმა კურსდამთვრებულებს მიულოცა, პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მსგავსი პროგრამების მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერაზე ისაუბრა.

წელს პირველად განათლების სისტემაში გაიცემა დიპლომი, რომელიც სკოლის ატესტატთანაა გათანაბრებული.

უნივერსიტეტში ,,კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე 2020 წელს 9 ახალგაზრდა ჩაირიცხა.მათ ეს დიპლომი საშუალებას აძლევს, გააგრძელონ სწავლა განათლების უმაღლეს საფეხურზე, რაც განათლების უწყვეტობის საფუძველია. აღნიშნული ცვლილება საქართველოს კანონში ,,პროფესიული განათლების შესახებ“ 2018 წლის 20 სექტემბერს აისახა.

         365092769_667901385377939_5388114816114166552_n.jpg 365190143_667901512044593_5601458102978271939_n.jpg

         365227057_667901412044603_6624506580002732677_n.jpg 365267672_667901275377950_1821398949998210651_n.jpg

         363443560_667901595377918_8555890196610835323_n.jpg 363954239_667901662044578_3567802378093160012_n.jpg