უნივერსიტეტი 2023 წლის 15 აგვისტოდან აცხადებს კონკურსს საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 

საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

                  1.ინგლისური ფილოლოგიის მიმართულება:

                  ასოცირებული  პროფესორი - 1  საშტატო ერთეული;

                     კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:   

                                                                      1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

                                                                      2. გასაუბრება.    

ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორი  ან მასთან გათანაბრებული  აკადემიური ხარისხის მქონე პირი, 4 (ოთხი) წლის ვადით, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება.

  აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის ანაზღაურება და პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

კონკურსანტმა  უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. ავტობიოგრაფია /CV.

3. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები.

4.აკადემიური მიმართულებით განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა/პრეზენტაცია.

5. სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

6.კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი ან/და ცნობა სამსახურიდან.

8. ბოლო 3 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების  სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

12. ორი ფოტოსურათი.

13.სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ ნასამართლეობის ცნობები.

        კონკურსანტთა საბუთები მიიღება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14, 2023  წლის 18 სექტემბრიდან  25 სექტემბრის  ჩათვლით  17  საათამდე  (შაბათ-კვირის გარდა).

 

     კონკურსი ჩატარდება 2023  წლის 28 სექტემბერს (საბუთების განხილვა),  29 სექტემბერს (გასაუბრება).