სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაიწყო განაცხადების მიღება „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში. განაცხადები მიიღება 2023 წლის 16 აგვისტოდან -15 სექტემბრის ჩათვლით.
პროგრამის ფარგლებში, თვითდასაქმების მიზნით, დევნილს/ეკომიგრანტს შეუძლია მოითხოვოს სახელობო იარაღები, მაქსიმუმ 4 ნივთი, 2 000 ლარის ფარგლებში, ამასთანავე, ერთეულის ღირებულება არ უნდა იყოს 150 ლარზე ნაკლები.
პროგრამაში მონაწილეობისათვის, დაინტერესებულმა დევნილმა და ეკომიგრანტმა უნდა შეავსოს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო განაცხადი და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგინოს სააგენტოში ან სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოებში, შემდეგ მისამართებზე:
1. ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა;
2. ქ. გორი, სამების ქუჩა N1;
3. ქ. რუსთავი, კოსტავას N20;
4. ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზ. N27
5. ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106
ან შევსებული და დასკანერებული სახით, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გამოგზავნოს სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: info@idp.gov.ge .
პროგრამა და განაცხადი ფორმა ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე: www.idp.moh.gov.ge (იხ. ლინკი: https://idp.moh.gov.ge/mainlist.php?lang=1&uid=202301081806435236252027)
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერსებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომრებზე: 032 2 14 02 41 / 032 2 14 02 43.