შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო-საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო-საშუალო საფეხური);
- ისტორია (საბაზო-საშუალო საფეხური);
-
ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური);
თითოეული პროგრამა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:
- პირადობის მოწმობის ასლი;
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით (ცნობა აპლიკანტმა უნდა გამოითხოვოს გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრიდან (NAEC)/საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან).
- ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD).
-
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი; - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის).
- პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის პერიოდი - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდის სააპელაციო პროცესის დასრულებიდან 2023 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით ზსსუ საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა (სამოტივაციო წერილი) ჩატარდება 2023 წლის 29 სექტემბერს.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2023 წლის 02 ოქტომბერს.
- საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი - მიმდინარე სასწავლო წლის 03 ოქტომბრის ჩათვლით.
- შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 4 ოქტომბერს
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ფორმატის და შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე.
საკონტაქტო ტელ. 595 097 214 asmatshonia@zssu.edu.ge
591324242 daliberandze@zssu.edu.ge/zssuedu@gmail.com