გაცნობებთ, რომ მაკ-ჯორჯიამ ამერიკის სავაჭრო პალატასთან პარტნიორობით დააფუძნა სასტიპენდიო პროგრამა და აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს იმ 20-30 სტუდენტის ფინანსური მხარდაჭერა, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლას დაფინანსების გარეშე ვერ შეძლებდნენ. დაფინანსების ფარგლებში მოხდება სწავლის საფასურის 100%-ის დაფარვა და ასევე ცხოვრების ხარჯების ნაწილობრივი უზრუნველყოფა. სტიპენდიის მიღების დეტალური პირობები და პროცედურები მოცემულია თანდართულ წერილში.