2023-2024 სასწავლო წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით

  1. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 4 სექტემბრიდან  22 სექტემბრის ჩათვლით.
  2. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდაზე გასვლის წინაპირობაა ინგლისური ენის  ცოდნა B2 დონეზე, რისთვისაც აუცილებელია ტესტირების გავლა.  ინგლისურ ენაში ტესტირება არ მოეთხოვებათ იმ პირებს, რომლებიც ფლობენ შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს (საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულს), ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვთ უცხო ენაზე (ინგლისური), ან ფლობენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა შემსწავლელი ცენტრის მიერ გაცემულ B2 (ან უფრო მაღალი) დონის სერტიფიკატს.
  3. იმ პირებისთვის, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ტესტირება ჩატარდება  23 სექტემბერს
  4. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდა ჩატარდება 

 2023 წლის 25 სექტემბერს, 

პირველადი შედეგები გამოქვეყნდება    29 სექტემბერს.

  1. სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგებზე საპრეტენზიო განცხადებების წარდგენის პერიოდი  განისაზღვრა 29 სექტემბრიდან  02 ოქტომბრამდე (ჩათვლით).
  2. სამაგისტრო სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გაფორმდება 03 ოქტომბერს.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა მაგისტრატურაზე ჩარიცხვის მსურველთათვის:

•განცხადება  რექტორის სახელზე განმცხადებლის ხელმოწერით;
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ზსუ კურსდამთავრებულისთვის საკმარისია ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა) (დოკუმენტაციის დისტანციურად, ელექტრონული ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში საჭიროა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დასკანერებული ვერსია; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე (ოქმის თარიღის მითითებით));
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

დოკუმენტაციის ელექტრონულად წარმოდგენის შმთხვევაში გთხოვთ, ელ. ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ კანდიდატის სახელი და გვარი, ასევე თითოეული წარმოსადგენი დოკუმენტის (ფაილის) დასახელება ემთხვეოდეს მის შინაარსს, მაგ: *განცხადება, *ფოტოსურათი, *პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, „უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.

საკონტაქტო ტელ.      595 097 214

                                        591 32 42 42