შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
საბაკალავრო პროგრამები:
ბიზნესის ადმინისტრირება
სამართალი
ფარმაცია
ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სკოლამდელი განათლება (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
საჯარო მმართველობა (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
ქართული ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
ისტორია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
ინგლისური ფილოლოგია (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
ინფორმაციული ტექნოლოგიები (პრიორიტეტული/სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამა)
ვეტერინარია
სამაგისტრო პროგრამები:
მცირე ბიზნესის მართვა
ქართული ლიტერატურის ისტორია .
ყველა პროგრამა აკრედიტებულია.
მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 21 აგვისტოს და დასრულდება 2023 წლის 07 სექტემბერს 18:00 სთ-ზე.
მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე,
- სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი,
- ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი),
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი (დედანთან ერთად,)
- ეეგ სერტიფიკატის ქსეროასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის ბრძანებების დამოწმებული ასლები,
- სამხედრო მიწერის მოწმობის ქსეროასლი (ბიჭებისათვის),
- პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაციის ქსეროასლები.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით (22 აგვისტოდან) შემდეგ ბმულზე (students.emis.ge)
https://www.youtube.com/watch?v=panQ1IiWqrA მობილობის ვიდეოინსტრუქცია
ცნობისთვის დარეკეთ: 595 09 72 14; 591 32 42 42.