2023–2024 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრისთვის  ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აბიტურიენტებისთვის ზსსუ რექტორის ბრძანებით

  • ადმინისტრაციული რეგისტრაციისა და სტუდენტებთან  ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი

            2023  წლის  04  სექტემბრიდან  29 სექტემბრის ჩათვლით.

  • აკადემიური რეგისტრაცია  იწარმოებს 

                   2023  წლის  25   სექტემბრიდან  29  სექტემბრის ჩათვლით.

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა  2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირებისთვის :

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
  • ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

(არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად,  ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის საფუძველზე)

პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე, მისამართი: ზუგდიდი, ჯანაშიას 14 , მესამე სართული.

საკონტაქტო პირები:

 ,,ბიზნესის ადმინისტრირების და ,,საჯარო მმართველობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის-

+995 592 066 716- მარი ჯიჭონაია;

+995 555 33 80 10- დარეჯან ახალაია

,,ფილოლოგიის“ (ქართული, ინგლისური), ,,ისტორიის“, ,,ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის-

+995 568 87 65 85 - ანა ალანია

,,სამართლის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიხცხული სტუდენტებისთვის-+995 574 16 04 66- ნატალი კიკალიშვილი

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ნებისმიერ ბანკში.

ბანკის კოდი:TRESGE22

სახაზინო კოდი: 709087289