2023–2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრისათვის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2023  წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.

სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველი  სტუდენტებისთვის  გავლილი კრედიტების აღიარების შესახებ შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელების (უფლებამოსილი პირების) მიერ  დასკვნების  წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2023-2024  სასწავლო წლის 29 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტების სტატუსის აღდგენისა და შიდა მობილობით ჩარიცხვის შესახებ რექტორის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი გაფორმდება 2023-2024 სასწავლო წლის 1 ოქტომბრამდე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ        595 097 214;  591 32 42 42