შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას პირველ ფართომასშტაბიან სამუშაო შეხვედრაში, რომელიც საკონსულტაციო კომპანიამ – UCL Consultant (საკონსულტაციო კომპანია Savvy Business sLtd-სთან თანამშრომლობით) 6-7 სექტემბერს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცის ხელშეწყობასთან დაკავშირებით ჩაატარა.

I2Q პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს. აქტივობები თანხვედრაშია განათლებისა და მეცნიერების ეროვნულ სტრატეგიასთან და მიმართულია საერთაშორისო კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებთან პარტნიორობის დამყარებაზე, უნარებისა და კომპეტენციის გაძლიერებაზე, სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებაზე, შრომის ბაზართან კავშირების ხელშეწყობაზე, ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებაზე, სტუდენტებისა და ახალგაზარდა მკვლევრების კონკურენტუნარიანობის გაზრდა.