28 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტომ (USAID) საქართველოს რვა უნივერსიტეტთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს აღნიშნულ უნივერსიტეტებში სამოქალაქო განათლების პროგრამის და კურსის დანერგვას. სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება IFES-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით .USAID-ის ახალი პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის სასწავლო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან მემორანდუმზე ხელი მოაწერა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზაალ ქორთუამ. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო განათლების თემაზე, სადაც სამოქალაქო განათლების კურსდამთავრებულმა სტუდენტებმა კურსის ფარგლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია გამართეს.