is

მიმდინარეობს საიტის განახლება

 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

პროგრამის სახელწოდება: საქართველოს ისტორია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საქართველოს ისტორიის მაგისტრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი:  წინამდებარე პროგრამის მიზანია  სამეცნიერო ჰორიზონტის მქონე ისტორიკოსების მომზადება საქართველოს ისტორიაში. პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინების ათვისების შედეგად კურსდამთავრებულს მიეცემა ღრმა და სისტემური ცოდნა საქართველოს ისტორიის პრობლემატური საკითხების, დასავლურ ქართული პოლიტიკური ერთეულების ისტორიისა და ეთნოგრაფიის, ისტორიული კოლხეთის არქეოლოგიის  და თანამედროვე საქართველოს ადგილისა და როლის შესახებ მსოფლიო პროცესების აქტუალურ ჭრილში. პროგრამა განსაკუთრებით საინტერესო იქნება უპირველესად მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს საფუძვლიანი შემოქმედებითი პროცესის თანამონაწილეობით მიღებული ცოდნა ქართველი ერის ისტორიის კონკრეტული პერიოდის ან დიაქრონულ ჭრილში დანახული კონკრეტული ისტორიული ფენომენის შესახებ და შესაბამის სფეროში კვლევების ჩატარებისათვის საჭირო ჩვევები და უნარები. პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული კურსები დიდ დახმარებას გაუწევს მათ, ვინც ესწრაფვის ღრმად საფუძვლიანი ცოდნის მიღებას დასავლეთ საქართველოს სამეფო - სამთავროებისა და ზოგადად, აქ არსებული პოლიტიკური წარმონაქმნების ისტორიის შესახებ დროის კონკრეტულ პერიოდში.

   საქართველოს ისტორიის მაგისტრი შესაძლ;ებელი დასაქმდეს კვლევით დაწესებულებაში, არქივში, მუზეუმში, ნებისმიერ ეროვნულ სახელმწიფოებრივ (მათ შორის სამთავრობო უწყებებში, საელჩოებში და ა.შ) და არასამთავრობო სექტორში. იქ სადაც არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრების სფეროში ექსპერტის, კომუნიკაბელური და ერუდირებული თანამშრომლის საჭიროება. შეუძლია დასაქმდეს ტურიზმისა და ჟურნალისტიკის სფეროში. შეასრულოს სხვადასხვა საგაზეთო, საჟურნალო, ტელე და რადიო რედაქციაში ისტორიკოს –ექსპერტის ფუნქცია.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საერთო სამაგისტრო გამოცდები, შიდა საუნვერსიტეტო გამოცდები.

ამ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარული მეცნიერების რომელიმე დარგში.

მაგისტრატურაში ჩამბარებელს არ მოეთხოვება არავითარი დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა სამეცნიერო კონფერენციებსა და ექსპედიციებში მონაწილეობის, ან საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სტაჟირების შესახებ (თუმცა არსებობის შემთხვევაში მიექცევა გარკვეული ყურადღება, ასეთი წინაპირობები მხოლოდ სასურველია და არა სავალდებულო). ამგვარი გამოცდილების მქონე პიროვნებას უპირატესობა პროგრამაზე ჩაბარებისას მიენიჭება მხოლოდ სხვა ერთნაირ პირობებში.

მაგისტრანტს ასევე მოეთხოვება ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.

უნდა წარმოადგინოთ: ბაკალავრის ხარისხის დიპლომი, სასურველია ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, პირადობის მოწმობის ასლი, კომპიუტერის ცოდნის სერთიფიკატი

სწავლის შედეგი:

ცოდნა და გაცნობიერება:

მაგისტრს ექნება დარგობრივი ცოდნა არამარტო ზოგადად საქართველოს ისტორიაში, არამედ ის მიიღებს კონკრეტულ ცოდნას დასავლეთ ქართული სამყაროს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ცხოვრებისა და საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი პრობლემების შესახებ მსოფლიო პოლიტიკის ჭრილში. 

გააცნობიერებს ძველი კოლხეთის ისტორიის ადგილსა და როლს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებისა და განვითარების საქმეში.

  შეისწავლის საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს პრობლემებს, ქართული სახელმწიფოს ადგილსა და როლს თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში.

  შეისწავლის ძირძველი ქართული რეგიონის-აფხაზეთის ისტორიას, მის ურთიერთობას საერთო ქართულ და დანარჩენ სამყაროსთან.

  მაგისტრანტი შეძლებს სამეცნიერო სტატიის მომზადებასა და კვლევითი სამუშაოს შესრულებას.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

კურსდამთავრებულს შეეძლება ისტორიის კვლევის გამოყენება ექსპერტის დონეზე. შეძლებს წყაროთმცოდნეობითი ძიებების ჩატარებას და ექნება ფაქტების ისტორიულ რეკონსტრუქციაში გამოყენების უნარი, შეძლებს კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზს ისტორიული მეცნიერების უახლესი მონაცემების გამოყენებით.  საქართველოს ისტორიის მაგალითზე გარდასულ ეპოქებთან კულტურული დიალოგის, ფაქტების ურთიერთშედარების, ურთიერთკავშირებისა და მათი სინთეზის მეშვეობით ისტორიული სურათის აღდგენა, ისტორიული წყაროებისა და ფაქტებისადმი კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით რთული და წინააღმდეგობრივი მონაცემების ანალიზი და ანალიზის შედეგების ეფექტური მიწოდება, ვრცელი ტექსტების გაგება და მათში გადმოცემული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზი,  მაგისტრანტი მოამზადებს საშინაო დავალებებს სწავლით თუ კვლევით სფეროში, შეძლებს აგრეთვე სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობას.

კომუნიკაციის უნარი:

გავლილი კურსი მას განუვითარებს გარემოსთან ადაპტირების უნარს, შეეძლება მშობლიურ და უცხო ენაზე ისტორიული დეტალებისა და ეპოქათა მიმოხილვა. შეძლებს  პროგრამულ უზრუნველყოფაში ორიენტირებასა და პრაქტიკულ გამოყენებას.

საზოგადოებაში კომპეტენტურად, რთული ტექსტების გაგება ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაუბრკოლებელი საუბარი. თავისი დასკვნების, არგუმებტებისა და კვლევის მეთოდების გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გამოყენებით.

მაგისტრანტს შეეძლება აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებაში ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების  დამაჯერებელი, მკაფიო და კომპეტენტური ანალიზი, საქართველოს ისტორიაში წერილობითი ნაშრომის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე გაფორმება

დაუბრკოლებლად საუბარი სპეციალური, პროფესიული და აკადემიური თემების შესახებ.

დასკვნის უნარი: საქართველოს ისტორიის მაგისტრის კვალიფიკაციის მქონე პირს აქვს ინფორმაციის საჯაროდ წარდგენის უნარი, შეუძლია მისი მკაფიოდ დასაბუთება, ექნება სინთეზისა და ანალიზის უნარი, შეუძლია ჩამოაყალიბოს მოსაზრებები, განსაზღვროს პრობლემა და გააანალიზოს გადაჭრის გზები. დამოუკიდბელად ჯგუფის სხვა წევრების შესაძლებლობების გათვალისწინებით დაგეგმოს სამუშაო.

სწავლის უნარი: მაგისტრატურაში მიღებული ცოდნა, კომპეტენცია და უნარები ქართული ლიტერატურის მაგისტრს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად წარმართოს თავისი საქმიანობა, სტრატეგიულად და მაღალ დონეზე დაგეგმოს როგორ გააგრძელოს სწავლა და სამეცნიერო მუშაობა სპეციალობის მიხედვით.

ღირებულებები: საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასება და ახალი ღირებულებების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა: სტუდენტის ცოდნა ფასდება შეფასების მრავალკომპონენტიანი 100 ბალიანი სისტემით, ცენტრალიზებული შეფასების სისტემა, რომელიც ემსახურება სახელმწიფოში ერთგვაროვანი და თავსებადი სისტემის არსებობას.

სასწავლო უნივერსიტეტს აქვს შემუშავებული შეფასების შემდეგი ქულები:

დასწრება _5 ქულა

შუალედური გამოცდა _ 25 ქულა

დასკვნითი გამოცდა _ 30 ქულა

დანარჩენი 40 ქულა გადანაწილდება ცალკეულ კომპონენტ(ებ)ზე  თითოეული  კურსის ხელმძღვანელის მიერ სილაბუსებში. 

შეფასების 100 ქულიანი სისტემა შემდეგი სახით:

ა) ხუთი სახის დადებითი შეფასება:

ა.ა) (A) ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი

ა.ბ) (B) ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81%–90%

ა.გ) (C) კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71%–80%

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61%–70%

ა.ე) (E) საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51%–60%

ორი სახის უარყოფითი შეფასება:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა _ მაქსიმალური შეფასების 41%–50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა _ მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

სტუდენტი შეფასდება არა მარტო დასკვნითი გამოცდით, არამედ შუალედური შეფასებითაც.

დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს გავიდეს დამატებით გამოცდაზე არანაკლებ 10 დღეში.

შეფასების ტიპებია ტესტირება, ზეპირი გამოცდა, წერითი გამოცდა, კომბინირებული გამოცდები, პრეზენტაცია, სტატია/ესე, ანგარიში (საველე სამუშაო, პრაქტიკის), უწყვეტი შეფასება, თეზისი/საბაკალავრო ნაშრომი

საბოლოო შეფასების აღწერა

ECTS

შეფასება

შეფასების 100 ქულის

შეფასების აღწერა

A

91 _100

ფრიადი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნა ზედმიწევნით არის შესრულებული. სტუდენტი ავლენს საგნის ღრმა ცოდნას, ერუდირებულია, გააჩნია გამორჩეული ლოგიკური და დამოუკიდებელი მსჯელობის უნარი.

B

81 –90

ძალიან კარგი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნა კარგად არის შესრულებული (მცირე ხარვეზებით). სტუდენტი ავლენს საგნის კარგ ცოდნას, ლოგიკურად და დამოუკიდებლად მსჯელობს.

C

71 _ 80

კარგი. სასწავლო კურსის ყველა კომპონენტის მოთხოვნები ძირითადად შესრულებულია. სტუდენტი ავლენს საგნის საკმაოდ კარგ ცოდნას, უმნიშვნელო შეცდომებს უშვებს დამოუკიდებლად მსჯელობისას.

D

61 _ 70

დამაკმაყოფილებელი. სასწავლო კურსის მოთხოვნების შესრულების ხარისხი დამაკმაყოფილებელია (მნიშვნელოვანი ხარვეზებით). სტუდენტი ავლენს საგნის საშუალო დონის ცოდნას. შეზღუდულია შესაბამისი თემატიკის ირგვლივ დამოუკიდებელი მსჯელობისას. .  

E

51 _ 60

საკმარისი. სასწავლო კურსის მოთხოვნები შესრულებულია მინიმალურად. სტუდენტი ავლენს საგნის ცოდნას საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში. დამოუკიდებლად მსჯელობისას უშვებს ბევრ უზუსტობას.

FX

41 _ 50

ვერ ჩააბარა. სასწავლო კურსის მოთხოვნები შესრულებულია მინიმალურად. სტუდენტი ვერ ავლენს საგნის თეორიულ ცოდნას. პრაქტიკულად ვერ მსჯელობს საგნის საკითხების შესახებ.

F

0 _ 40

ჩაიჭრა. მიუხედავად გამოცდაზე დაშვებისა (დაგროვილი აქვს სილაბუსით განსაზღვრული წინასაგამოცდო  ქულა) სტუდენტმა კრედიტის მიღებისათვის თავიდან უნდა გაიაროს სასწავლო პროგრამა.