შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

 

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მდებარეობს უნივერსიტეტის შენობაში. ზუგდიდი, ჯანაშიას ქ. №14. მე-2 სართულზე.

1.ზოგადი წესები:

1.1     ბიბლიოთეკა მუშაობს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით: ორშაბათი-პარასკევი 9:30-დან 18.30 სთ-მდე.შაბათი 9:30-დან 15:30 სათამდე.

1.2   ბიბლიოთეკით სარგებლობისთვის აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობისა და სტუდენტური ბილეთის წარდგენა, რათა მოხდეს ბიბლიოთეკით მოსარგებლის რეგისტრაცია . რეგისტრაციის შემდეგ მკითხველი ეცნობა ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და ბარათზე აფიქსირებს თანხმობას (ხელმოწერით) მის დაცვაზე.  

2.     ლიტერატურით სარგებლობა:

2.1    ლიტერატურა გაიცემა როგორც ადგილზე, ასევე შინ სარგებლობისათვის.

2.2    წიგნები, რომელიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლარი, გამონაკლისის გარეშე ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით მომხხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს მხოლოდ სამკითხველო დარბაზში, ან ქსეროქსზე გადაიღოს მისთვის საჭირო ადგილები.

2.3    მომხმარებელს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომელიც ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლარის სახით.

2.4    ბიბლიოთეკიდან ბეჭდური პროდუქციის გატანა ხდება შემდეგნაირად:

ა.     სამეცნიერო ლიტერატურა ერთი თვის ვადით 10-15 ერთ. ლექტორ-მასწავლებლებზე; 10 ერთ. სტუდენტ-დიპლომანტებზე; სხვა კატეგორიაზე 5 ერთ.

ბ.     სასწავლო ლიტერატურა (სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო) გაიცემა ერთი ან ორი დღით, ხოლო მხატვრული ლიტერატურა და მიმდინარე პერიოდული გამოცემები 10 დღით.

2.5    გატანილი მასალის ან წიგნის დაბრუნების ვადის დადგომისთანავე, მომხმარებელი ვალდებულია წიგნი დაუბრუნოს ბიბლიოთეკას, თუ მომხმარებელს წიგნი კვლავ სჭირდება, მას შეუძლია ის ხელახლა გაიტანოს (ისევ იმ დადგენილი ვადით), იმ შემთხვევაში თუ კი წიგნზე არ შემოსულა განაცხადი-მოთხოვნა. წიგნის გატანის ვადის გახანგრძლივება შეიძლება მხოლოდ 2-ჯერ. მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი წიგნის დაჯავშნა.

2.6.არდადეგების დაწყებამდე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები (სამეცნიერო ხარისხსა და თემებზე მომუშავე პირების გარდა) ვალდებულნი არიან დააბრუნონ მათზე გაცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტი.

2.7    თუ მომხმარებელმა რაიმე მიზეზით ვერ მოიტანა მასზე გაცემული მასალა  საჭირო დროს, აუცილებელად უნდა შეატყობინოს ბიბლიოთეკას გადაცდენის მიზეზი. ბიბლიოთეკის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ის იღებს სიტყვიერ გაფრთხილებას და მასზე 10 დღის განმავლობაში არ გაიცემა რაიმე სახის საბიბლიოთეკო დოკუმენტი.

3.     კომპიუტერის მოხმარება:

ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში არსებული კომპიუტერით სარგებლობა შეუძლია თითოეულ სტუდენტს 20 წუთის ხანგრძლივობით, რომელსაც აკონტროლებს სპეციალისტი.

4.     ბიბლიოთეკის ქსეროქსით მომხმარებლის მომსახურება ხდება ,, საავტორო უფლების’’ დაცვის გათვალისწინებით უფასოდ. წიგნებიდან დაქსეროქსებული გვერდის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს.

5.     უსაფრთხოება:

5.1    მომხმარებელი ვალდებულია გაუფრთხილდეს მასზე გაცემულ მასალას: არ დააზიანოს, არ ამოხიოს, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები და სხვა.

5.2.    მომხმარებელი, გატანილი საბიბლითეკო დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში, ვალდებულია შეცვალოს იგი იგივე დასახელებისა და ავტორის გამოცემით ან შინაარსობრივად ტოლფასად მიჩნეული წიგნით.

5.3     მომხმარებელმა თვითნებურად არ უნდა აიღოს ან დადოს ლიტერატურა თაროზე. ბიბლიოთეკაში არსებულ ლიტერატურას გასცემს მხოლოდ სპეციალისტი. გამოყენების შემდეგ, მომხმარებელმა ლიტერატურა ისევ სპეციალისტს უნდა დაუბრუნოს.

5.4     მომხმარებელმა ბიბლიოთეკაში არ უნდა შეიტანოს დიდი ჩანთა ან ზურგჩანთა.

5.5     დაუშვებელია ბიბლიოთეკაში საკვების ან სასმელის (გარდა წყლის) შეტანა.

5.6     დაუშვებელია ბიბლიოთეკაში ხმაური ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მუშაობაში სხვა მომხმარებელს ან ბიბლიოთეკის თანამშრომელს.

   5.7.  მოცემული წესების დარღვევის შემთხვევაში ბიბლიოთეკის სპეციალისტი იტოვებს უფლებას უარი უთხრას მოქალაქეს ბიბლიოთეკით სარგებლობაზე.