შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს კონკურსს ასოცირებული პროფესორის  ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:

  ჰუმანიტარული ფაკულტეტი

ქართული ფილოლოგიის  მიმართულება:

 ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ძველი ქართული ენა)

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ძველი ქართული ლიტერატურა)

ისტორიის მიმართულება :

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (მსოფლიო ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა)

ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება:

ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (ეკონომიკური ინფორმატიკა)

ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფარმაციის მიმართულება:

ასოცირებული პროფესორი- 1 საშტატო ერთეული ( ფარმაცია )

ასოცირებული პროფესორი- 1 საშტატო ერთეული (ბიოლოგია-ბოტანიკა

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

   1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა.

   2. გასაუბრება.

     ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორი აირჩევა 3 წლის ვადით, ანაზღაურება შეადგენს  750 ლარს.

         აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში შრომის პირობები განისაზღვრება ყოველწლიურად განახლებადი  ხელშეკრულებით.

           გასაუბრების დროს უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელიც  პროფესიულ ცოდნასთან ერთად ფლობს ინფორმაციას უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე რეფორმების შესახებ.

 კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:

1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე.

2. სამოტივაციო წერილი.

3. ავტობიოგრაფია.

4. დიპლომისა და დიპლომის დანართის ასლები, ნოტარიალურად დამტკიცებული.

5. სამეცნიერო ხარისხის (ან დოქტორანტურაში სწავლის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.

6.  კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში, სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების სერთიფიკატების ასლები.

7. შრომის წიგნაკის ჩანაწერის ასლი, ნოტარიალურად დამტკიცებული.

8. ბოლო 5 წელიწადში წაკითხული კურსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

9. ბოლო 5 წელიწადში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების დამადასტურებელი დოკუმენტების სია.

10. ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს  კანდიდატის კვლევის უნარს, სილაბუსი.

11. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

      კონკურსანტთა საბუთები მიიღება სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, მისამართზე-ზუგდიდი ჯანაშიას ქ.№14. 2014 წლის 3 ივნისიდან  13 ივნისის ჩათვლით  17 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).

     კონკურსი ჩატარდება 2014  წლის 20 ივნისს (საბუთების განხილვა), 21 ივნისს (გასაუბრება).

         საკონტაქტო პირი: რონა პერტია  551 34 39 84.