შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 30 ივლისს დაიწყო და 8 აგვისტოს დასრულდა თხილის ტრენინგის პროგრამა, რომელიც შემუშავებულ იქნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) მიერ.

თხილის ტრენინგი 2012 წლის იანვარში დაიწყო და ყველა სესიაზე ჩართულნი იყვნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 8 სტუდენტი: ირაკლი აფხაზავა, ბაია ემუხვარი, ლერი შაკაია, თამარ ჩიქოვანი, კოკა მებონია, ნიკა ჭურღულია, ლანა ჯიქია, თამთა ჭითანავა. სტუდენტები ასისტენტობას უწევდა ,,აგრიჯორჯიას“ ტრენერებსა და EPI-ის წარმომადგენლებს.

,,გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თქვენს უნივერსიტეტს და მის რექტორს, ქალბატონ თეონა ხუფენიას, რომელმაც დიდი თანადგომა გაგვიწია და ჩაერთო EPI-ს მიერ ორგანიზებული ტრენინგების განხორციელებაში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ფერმერთა ტრენინგებს“, - აცხადებს EPI - ის პროექტის თხილის ღირებულებათა ჯაჭვის მენეჯერი ლევან კობახიძე.