საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეუძლიათ უფასოდ მიიღონ სტუდენტური ბარათი და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი.

სტუდენტური ბარათის მისაღებად უნდა მიმართოთ იუსტიციის სახლის ტერიტორიულ სამსახურებს, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისის მისაღებად მიაკითხეთ საქართველოს ფოსტის საქალაქო ან რეგიონალურ საფოსტო ფილიალებს.

თუკი რეგიონში მცხოვრები სტუდენტი ამჟამად  თბილისში იმყოფება, მას ასევე შეუძლია მიმართოს საქალაქო საფოსტო ფილიალებს.

 

შეგახსენებთ, რომ ორივე მომსახურება სტუდენტთათვის უფასოა.