შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სოხუმის დაცემიდან მე–19 წლისთავთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გამართეს ანაკლიაში სახელწოდებით „დავბრუნდებით ყვავილებით ხელში“. სტუდენტებმა მსვლელობა მოაწყვეს ანაკლიის სანაპიროზე, დაანთეს სანთლები და სიმბოლურად აუშვეს ცაში ანთებული ფრანები.