9 ოქტომბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობამ“ მოაწყო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების, განსაკუთრებით კი, სამართლის სპეციალობის სტუდენტთა ინფორმირებულობას გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით და ამ მხრივ მათი ცნობიერების ამაღლებასა და ტოლერანტული საზოგადოების ჩამოყალიბებას.