საინფორნმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.

             1. ცენტრის ამოცანაა სასწავლო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების     

              (შემდეგში    ,,აი-ტი“) ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და გამართული ფუნქციონირების   

              უზრუნველყოფა, ასევე აი-ტი პოლიტიკისა და განვითარების სტრატეგიის ფორმირება.

              2. ცენტრის ფუნქციებია:

              ა)სასწავლო  უნივერსიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება;

              ბ)სასწავლო  უნივერსიტეტის სერვერების (ელ-ფოსტა, ვები, სტატისტიკა) გამართული       

              ფუნქციონირება და უსაფრთხოება;

              გ) სასწავლო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებულ მონაცემთა   

              ბაზების ადმინისტრირების მხარდაჭერა;

              დ)სასწავლო  უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის ბიბლიოთეკის   

              აი-ტი მხარდაჭერა, რაც მოიცავს ტექნიკურ და პროგრამულ     

              უზრუნველყოფას,   კომპიუტერული ქსელური ინფრასტრუქტურის ინსტალაციას,    

              მონიტორინგსა და მხარდაჭერას;

       ე ) კლიენტური აპარატული უზრუნველყოფის (პერსონალური კომპიუტერები,    ლეპტოპები, ნეტბუქები და პლანშეტები) მხარდაჭერა და წვრილმანი რემონტი, ქსელური  ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა, კლიენტური საოპერაციო    სისტემების და საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

              ვ) სასწავლო უნივერსიტეტის აი-ტი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა;

              ზ) სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო, სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობისა   

              და ადმინისტრაციის მიზნებისათვის გამოყენებული საინფორმაციო სისტემების    

              საჭიროების შესწავლა, დაგეგმვა, დანერგვა და უკვე არსებული სისტემების   

              მხარდაჭერა/ოპტიმიზაცია;

              ი)საქართველოს კანონმდებლობით და სასწავლო უნივერსიტეტის აქტებით        

               განსაზღვრული     სხვა ფუნქციები