იურიდიული განყოფილება

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის  იურიდიული განყოფილება  წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ მხარეს.

          იურიდიული განყოფილების საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სასწავლო უნივერსიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, სასწავლო უნივერსიტეტში და სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, ადმინისტრაციული აქტების, პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და კანონით დადგენილი წესით მათი წარდგენის პროცედურათა ხელშეწყობა;

ბ) დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სხვა უწყებებიდან შემოსულ, აგრეთვე სასწავლო უნივერსიტეტის დამხმარე სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტებზე  სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

გ)  კონტროლი და კოორდინაცია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბებაზე, მის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფაზე;

დ)  სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ე) სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო, კერძო დაწესებულებებსა და სასამართლოებში;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა და მათ განხილვაში მონაწილეობა;