25 სექტემბერს ქალაქ მესტიაში სპორტული ფესტივალი საქართველო 2012 –ის ფარგლებში  ჩატარდა ღია პირველობა მკლავჭიდში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები: დათო სამუშია და ბაკურ თოლორაია. 75კგ. წონით კატეგორიაში პირველი  ადგილი დათო სამუშიას ხვდა წილად, ხოლო 90კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ბაკური თოლორაიამ დაიკავა. ჩვენ ვუერთდებით ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს.