„აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების ხელშეწყობით“

მიმდინარეობს საიტის განახლება

                            

 

2012 წელს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა მოიპოვა გრანტი ევროკომისიის გაცვლითი პროგრამის მეორე აქტივობაში  Erasmus Mundus Action 2 –Strand 1/Strand 2.  

საგრანტო პროექტის სახელწოდებაა ,,აღმოსავლეთის  რეგიონის ქვეყნების ინტეგრაცია უმაღლესი განათლების ხელშეწყობით’’

EMINENCE - Erasmus Mundus - Integration of Neighbouring EasterN Regions trough Cooperation in Higher Education

2013 წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ევროკომისიის პროგრამა Erasmus Mundus Action 2–Strand 1/Strand 2-ის ფარგლებში განახორციელებს დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის, ახალგაზრდა მკვლევრების, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის ევროპის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

პროგრამის მეორე აქტივობა Erasmus Mundus Action 2 ითვალისწინებს აღმოსავლეთის  სამეზობლო რეგიონიდან  ყველა საფეხურის სტუდენტის, (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის), პოსტ-დოქტორანტების, ასევე უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის (ტრენინგი, სწავლება, კვლევა)  მობილობას ევროპის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

პროგრამის მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის გამყარება ევროკავშირის ქვეყნების უნივერიტეტებსა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას პროგრამის ფარგლებში, რაც მისცემს მათ საშუალებას, აიმაღლონ ლინგვისტური, კულტურული და საგანმანათლებლო გამოცდილება.

პროექტში მონაწილე ევროპული უნივერსიტეტებია:

1.ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, პოლონეთი /კოორდინატორი/

2.მონპელიეს უნივერსიტეტი 2 , საფრანგეთი 

3.პორტოს უნივერსიტეტი, პორტუგალია

4.ტორინოს ტექნიკური უნივერსიტეტი, იტალია

 

5.მალმოს უნივერსიტეტი, შვედეთი

 

თანაკოორდინატორი - პავლო ტიჩინას სახელობის უმანის სახელმწიფო  პედაგოგიური    უნივერსიტეტი ,უკრაინა

 

 

 

პროექტში მონაწილე აღმოსავლეთის სამეზობლო ქვეყნების  უნივერსიტეტებია:

  1. ბარანოვიჩის სახემწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი
  2. ა. კულეშოვის სახელობის მოგილოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი
  3. განათლების ინსტიტუტი ,,პოლესკის სახელმწიფო უნივერსიტეტი’’,ბელარუსი
  4. პ.მ. მაშეროვის სახელობის ვიტებსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბელარუსი
  5. სუმის უნივერსიტეტი, უკრაინა
  6. მოლდოვის სავაჭრო კოოპერაციის უნივერსიტეტი
  7. ფარმაციისა და მედიცინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა
  8. ვანაძორის  სახელმწიფო პედაგოგიური  ინსტიტუტი, სომხეთი
  9. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო
  10. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
  11. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველო
  12. აზერბაიჯანის მასწავლებელთა ინსტიტუტი, აზერბაიჯანი
  13. აზერბაიჯანის ტექნიკური უნივერსიტეტი, აზერბაიჯანი

 

          ასოცირებული პარტნიორებია:

  1. ბელარუსის  რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, ბელარუსი
  2. უკრაინის განათლების,მეცნიერების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, უკრაინა
  3. მოლდოვის რესპუბლიკის განათლების სამინისტრო, მოლდოვა
  4. სომხეთის რესპუბლიკის განათლების და მეცნიერების  სამინისტრო, სომხეთი
  5. აზერბაიჯანის  განათლების სამინისტრო, აზერბაიჯანი
  6. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი, საქართველო
  7. ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის   საქართველოს ეროვნული კომიტეტი /  სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტი, საქართველო
  8. ასოციაცია- დემოკრატიისათვის ბელარუსში, ბელარუსი/პოლონეთი
  9. სანტანდერის უნივერსიტეტების ჯგუფი, ბელგია

 

პროექტის ხანგრძლოვობა -  4 წელი.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში პროექტის ადგილობრივი კოორდინატორია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიოს უფროსი, სრული პროფესორი ბელა მოსია

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით შემდეგ ლინკებზე:

www.zssu.ge

http://www.mundus.amu.edu.pl/EMINENCE/index.php