17 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მასში  მონაწილეობა მიიღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა  და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებმა. კონფერენციას სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდნენ ჩამოსული სტუმრები:  საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე, ფერეიდნელი ქართველი – ისპაჰანის უნივერსიტეტის პროფესორი საიდ მულიანი, მესხეთის უნივერსიტეტის დამაარსებელი, პროფესორი მერაბ ბერიძე.