2012 წლის 23 ნოემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის I-II კურსის სტუდენტები და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში არსებული პროფესიული გადამზადების „გიდის“ კურსების მსმენელები უნივერსიტეტის რექტორატისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით  იმყოფებოდნენ ექსკურსიით ქუთაისში. თავდაპირველად სტუდენტებმა  გელათისა და მოწამეთას ტაძრები  მოინახულეს, შემდეგ კი გაემართნენ სათაფლიას მღვიმის დასათვალიერებლად. პროფესიული გადამზადების „გიდის“ კურსების მსმენელებმა პრაქტიკული მეცადინეობები ადგილზე ჩაატარეს და სტუდენტებს ექსკურსიამძღოლობა გაუწიეს.