29 ნოემბერს   შოთა მესხიას  ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში   ასოციაცია „დეამ“ პროექტის ფარგლებში - „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების პოლიტიკური გააქტიურების ხელშეწყობა‘’ , რომლის დონორიც არის აშშ ფედერაციული განვითარების სააგენტო „პროგრამა დემოკრატიული მმართველობისთვის“ -  უნივერსიტეტის სტუდენტებთან მოაწყო შეხვედრა.

 შეხვედრა ეხებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტების პრობლემების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.  სტუდენტებმა და შეხვედრის ორგანიზატორებმა ვრცლად ისაუბრეს ახალგაზრდების საჭიროებებზე.