შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2012 წლის 14 დეკემბერს ჩატარდა ლიტინსტიტუტის ლექსმცოდნეობის მიმართულების მიერ გამოცემული მეხუთე სამეცნიერო სესიის მასალების პრეზენტაცია.

სესია ეძღვნებოდა მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას.შესავალი სიტყვით წარუდგა მსმენელებს სამეცნიერო განყოფილების გამგე ზეინაბ სარია.კრებულში დაბეჭდილი მასალები მიმოიხილეს პროფესორებმა თინათინ ბიგანიშვილმა და ნესტან ფიფიამ. მუხრან მაჭავარიანის ლექსი ,,შენ - სისხლო ჩემო" წაიკითხა ქართული ფილოლოგიის პირველი კურსის სტუდენტმა ნინო ფეტელავამ.

კრებულის რამდენიმე ეგზემპლარი საჩუქრად გადაეცა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას