27 დეკემბერს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით  საშობაო კონცერტი და კარნავალი მოეწყო. უნივერისტეტის სტუდენტებმა მაყურებლის მოხიბლვა უცხოური და ქართული ჰიტების, სამეჯლისო და ხალხური ცეკვების შესრულებით სცადეს. კონცერტის დასრულების შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორებმა სტუდენტები და   სტუმრები კარნავალზე მიიწვიეს. კარნავალი დატვირთული იყო სიურპრიზებითა და საინტერესო სანახაობით. ღონისძიებას მხარდაჭერა  კომპანია „ბილაინმა“ გაუწია, რომელმაც ფასიანი საჩუქრები დააწესა კარნავალის მონაწილეებისათვის.