შეხვედრა სასწავლო კურსის - „დემოკრატია და მოქალაქეობის" -მსმენელებთან

მიმდინარეობს საიტის განახლება

მიმდინარე წლის 18 იანვარს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების/ამომრჩეველთა განათლების ოფიცერი ანა კურდღელაშვილი და ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან გრიერ ბუროუსი.

სტუმრები დაესწრნენ სასწავლო კურსის  ,,დემოკრატია და მოქალაქეობის" ლექციას და კურსის ფარგლებში სტუდენტების მიერ მომზადებული სოციალური პროექტების პრეზენტაციებს. ხოლო შემდეგ გამართეს შეხვედრა ფოკუს ჯგუფში სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტებთან.

დასასრულს სტუმრებმა დადებითად შეაფასეს ახალი სასწავლო კურსის მიმდინარეობა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და სტუდენტებს საჩუქრად გადასცეს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ პროექტის ,,ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი"(ITEP) ფარგლებში მომზადებული საკითხავი მასალა ,,დემოკრატია და მოქალაქეობა", რომლის ერთერთი ავტორია გრიერ ბუროუსი.