შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციებია:
- სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების საზოგადოებისათვის ობიექტურად წარმოჩენა: უნივერსიტეტში სასწავლო-სამეცნიერო პროცესების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობა.
- საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, მათ შორის თანამშრომლობა, სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება.
- სასწავლო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, მათი საქმიანობის, ასევე აკადემიური პერსონალის პოპულარიზაცია და მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.