1–2  მარტს სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ –ში საერთაშორისო ორგანიზაცია  IESF საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით  ჩატარდა  შეხვედრა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის  სტუდენტური  თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრის თემა იყო სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციების განვითარება.  ღონისძიებაში  მონაწილეობას იღებდნენ  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ხატია ბასილაია და ნათია კვიკვინია, სტუდენტებმა წარადგინეს პრეზენტაცია „სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში“.  მონაწილეებმა იმსჯელეს სტუდენტთა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე.