გამოცხადდეს კონკურსი რექტორის თანამდებობის დასაკავებლად და განცხადება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,24 საათში" 2013 წლის 1 თებერვალს.
კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2013 წლის 5 მარტიდან 2013 წლის 20 მარტის ჩათვლით 18 საათამდე.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე გარდა კვირისა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისის მიერ 10 საათიდან 17 საათამდე.
მისამართი:ქ. ზუგდიდი,ჯანაშიას #14.მეორე სართული.
რექტორის არჩევნები დაინიშნოს 2013 წლის 22 აპრილს